თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. რუსეთში 28 ნოემბრიდან ჰონკონგის და აფრიკის რიგი ქვეყნების მოქალაქეების შესვლაზე შეზღუდვები ამოქმედდება, ნათქვამია კორონავირუსული ინფექციის გავრცელებასთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთის მეცნიერებმა ბოტსვანაში გამოავლინეს კორონავირუსის ახალი შტამი. ბრიტანელ ვირუსოლოგებს მიაჩნიათ, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ძალიან ბევრი მუტაციის გამო. როგორც ლონდონის საიმპერიო კოლეჯის პროფესორი ტომ პიკოკი ამბობს, შტამი B.1.1.529 (ასე ეწოდა ბოტსვანაში გამოვლენილ ვარინატს) 32 „შემაძრწუნებელ“ მუტაციას მოიცავს, რომელთა კომბინაციაც ვაქცინებისადმი მედეგობასა და გადადების მაღალ უნარზე მეტყველებს.
შტაბის ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა შეეზღუდებათ სამხრეთ აფრიკის, ბოტსვანის, ლესოტოს, ნამიბიის, ზიმბაბვეს, მოზამბიკის, მადაგასკარის, ტანზანიისა და ჰონკონგის მოქალაქეებს, იუწყება РИА Новости.
გარდა ამისა, შეზღუდვა შეეხება აღნიშნულ ტერიტორიებზე ბოლო 10 დღის მანძილზე ნამყოფ პირებს.