ყვითელი ამბები

„შემაძრწუნებელი ფაქტის მომსწრე გავხდით“ – ანდრია ჯაღმაიძე სკანდალურ ვიდეოზე

Sputnik
თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საზოგოება შემაძრწუნებელი ფაქტის მომსწრე გახდა.
ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა, სადაც უძოს მთაზე მდებარე მონასტერში ქართველი ბიჭები ვითომ „ჯვრისწერის ცერემონიას“ ატარებენ და ორი ახალგაზრდა ჯვარს იწერს.
„ღვთის წინ დავიწერეთ ჯვარი, ეს ჩემი ცოლია“, – ამბობს ვიდეოში ერთ-ერთი ახალგაზრდა.
„ახალგაზრდები მაქსიმალურად ცდილობდნენ შეურაცხყოფა მიეყენებინათ საეკლესიო რიტუალებისთვის და ამგვარად კიდევ ერთხელ ფეხქვეშ გაეთელათ ბევრი ადამიანის რელიგიური გრძნობები. სამწუხაროდ, ვიდრე ქვეყანაში არ ამოქმედდება სერიოზული მექანიზმი იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტები არ განხორციელდეს, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ვანდალიზმი კიდევ უფრო შემაძრწუნებელ სახეს არ მიიღებს“, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.