ყვითელი ამბები

„გაეთრიე აქედან!“ – „მამულიჩა“ ლელა წურწუმიას სტუმარს სახლიდან აგდებს – ვიდეო

ცნობილი მომღერალი ლელა წურწუმია მისმა მეგობარმა საკმაოდ სახალისო სიტუაციაში გადაიღო. ნახეთ ვიდეო.
Sputnik
ცნობილმა მომღერალმა ლელა წურწუმიამ სოციალურ ქსელში მისი და მისი მეუღლის კახა მამულაშვილის სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც წურწუმია მას სახლიდან მეგობრის თორნიკე ჯგერნაიას გაგდებას სთხოვს.
„გაეთრიე ჩემი სახლიდან!“ – მოითხოვს სახლში დაბრუნებული პროდიუსერი მეუღლის თხოვნით. როგორც ჩანს, ლელა წურწუმია იმ ფაქტმა გააბრაზა, რომ ცნობილი სტიგმატი ძაღლის გასტერილებას აპირებს. „ვერ გაუკეთებ კასტრაციას“, – ეუბნება ლელა წურწუმია თორნიკეს.
ლელა და „მამულიჩა“ ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და პოპულარული წყვილია. ამჟამად ლელას საკუთარი გადაცემა „მხოლოდ ლელასთან“ მიჰყავს. ქართველი პოპ-დივა და მისი პროდიუსერი მეუღლე მრავალი წელია ოფიციალურად დაქორწინებული არიან. ლელას და მამულიჩას ერთი ქალიშვილი ჰყავთ. გოგონამ ფოტოგრაფობა გადაწყვიტა და ახლა გადაცემის ჩაწერისას კადრს მიღმა პოპ-დივასთვის მუშაობს.