ჩაშლილი შოპინგი: „შავ პარასკევს“ თბილისის სავაჭრო ცენტრში ევაკუაცია გამოცხადდა

Sputnik
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრ Galleria Tbilisi -ში „შავ პარასკევს“ ევაკუაცია გამოაცხადეს.
ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ევაკუაციის მიზეზი დიდი დატვირთვის გამო ძაბვის ვარდნა გახდა, რამაც ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.
რამდენიმე წუთის შემდეგ, მომხმარებელი შენობაში შეუშვეს და სავაჭრო ცენტრმა მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა.