COVID-19 - ბოლო ცნობები

საგანგებო სხდომა ჯანმოში: განიხილება COVID-19-ის ახალი საშიში შტამი

Sputnik
თბილისი, 26 ნოემბერი − Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) პარასკევს სპეციალურ შეხვედრას გამართავს COVID-19-ის ახალი შტამის − B.1.1.529-ის გამო, რომელიც სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს. ამის შესახებ ონლაინ-სესიისას გამოაცხადა ჯანმოს საგანგებო დაავადებათა ქვედანაყოფის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა მარია ვან კერკჰოვემ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ვაქცინებისადმი მედეგი: გამოვლინდა COVID-19-ის შემაძრწუნებელი შტამი 32 მუტაციით
როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, სპეციალისტები აკვირდებიან კორონავირუსის ახალ ვარიანტს, რომელსაც რამდენიმე ათეული მუტაცია აქვს მომჭიდებელ ცილაში, და გეგმავენ განიხილონ, რამდენად ეფექტური იქნება მის წინააღმდეგ არსებული ვაქცინები.

„ჩვენ არ გაგვაჩნია საკმარისი ინფორმაცია მის შესახებ. ხელმისაწვდომია ამ ვარიანტის მხოლოდ 100-ზე ნაკლები სრული გენეტიკური თანმიმდევრობა. თუმცა ვიცით, რამდენი მუტაცია აქვს ამ შტამს, და ჩვენ შეშფოთებული ვართ, ვინაიდან ასეთი რაოდენობის მუტაცია გავლენას მოახდენს ვირუსის ქცევაზე“, − განმარტა კერკჰოვემ.

მისი თქმით, ვირუსის ევოლუციის საკითხთა ჯგუფი იმსჯელებს, რა საშიშროებას წარმოადგენს კორონავირუსის ეს ვარიანტი. თუ მიღებული შედეგები შემაშფოთებელი იქნება, მაშინ მას სახელწოდებას მიანიჭებენ და ბერძნული ანბანის ასოთი აღნიშნავენ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბოტსვანაში კორონავირუსის ახალი შტამი გამოვლინდა, რომელიც შეიძლება ყველა სხვა ვარიანტზე საშიში გამოდგეს, ვინაიდან ის 32 „შემაძრწუნებელ“ მუტაციას მოიცავს.
როგორც გამოცემა Daily Mail-ი წერდა, მსოფლიოში აღნიშნული შტამით დაავადების სულ ათი შემთხვევაა გამოვლენილი − თავად ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ჰონკონგში.