სამოქალაქო აქტივისტები, „სირცხვილიას“ და „დროას“ მომხრეები ქუჩაში გამოვიდნენ ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების შემდეგ.
ფუტკარაძე გასულ კვირაში გარდაიცვალა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი კირთაძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები მის 100 ათას დოლარად მოსყიდვას ცდილობდნენ, რათა საკრებულოში უმრავლესობა მოეპოვებინათ. მმართველ პარტიაში ამას კატეგორიულად უარყოფენ.
მომიტინგეებმა თბილისში გამართულ აქციაზე საყვირები ჩართეს. ორივე აქციასთან მობილიზებული იყო პოლიცია. ბათუმში გამართულ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებს ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საკითხის შესწავლის თხოვნით მიმართეს.