მსოფლიო დღეს

კიევმა დონბასზე შეტევა წამოიწყო: რუსეთის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს

Sputnik
თბილისი, 25 ნოემბერი − Sputnik. დონბასის კონფლიქტის ზონაში ვითარება იძაბება, უკრაინის შეიარაღებული ძალები შეტევას აწარმოებენ მთელ რიგ რაიონებში, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

„ვითარება უკრაინაში, კერძოდ დონბასში, კვლავ იწვევს სერიოზულ შფოთვას. „კიევის რეჟიმის „გახურებულმა“ თავებმა, როგორც ჩანს, სრული დაუსჯელობა იგრძნეს და შიდაუკრაინული კრიზისის ძალისმიერი გადაჭრა გადაწყვიტეს. კონფლიქტის ზონაში ვითარება იძაბება. მოდის ინფორმაცია მინსკის ხელშეკრულებით აკრძალული შეიარაღების გამოყენების თაობაზე, რომლებსაც უკრაინას ნატოს ქვეყნები აწვდიან“, − განაცხადა ზახაროვამ ბრიფინგზე.

მისი თქმით, სპეციალური სადამკვირვებლო მისიის მონაცემებიდან ირკვევა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები გრანიტნოესა და სტარომარიევკას უტევენ.
გარდა ამისა, ზახაროვამ ყურადღება გაამახვილა მასირებულ საინფორმაციო-პოლიტიკურ კამპანიაზე, რომელიც ანტირუსული ისტერიის გაძლიერებას ემსახურება.
„ამ ყველაფერმა, როგორც ჩვენ გვესმის, ყურადღება უნდა გადაიტანოს ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების დეგრადაციიდან. და ეს ყურადღება რაღაც გარესაფრთხეებზე უნდა გადავიდეს“, − მიაჩნია დიპლომატს.
ბოლო კვირებში დონბასში ვითარება სერიოზულად დაიძაბა. ოქტომბრის ბოლოს უკრაინელი ძალოვანები აცხადებდნენ, რომ პირველად გამოიყენეს თურქული დრონი „ბაირახტარი“, ამ დღეებში კი ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს Javelin-ის გამოყენების თაობაზე გაავრცელა ინფორმაცია.