ყვითელი ამბები

„ნანუკა ჟორჟოლიანი მგზავრობდა ჩემთან ერთად. დამხვდა პოლიციის 4-5 მანქანა“ – სურამელაშვილი

Sputnik
მომღერალმა გია სურამელაშვილმა ჟურნალ „თბილისელებთან“ გაიხსენა ისტორია, რომელიც „არასდროს დაავიწყდება“. მომღერლის თქმით, ერთხელ თვითმფრინავში სიგარეტიც მოწია და ეჩხუბა გამცილებელს, რომელმაც პოლიციაში დარეკა. როცა სტამბულში ჩაფრინდნენ, პოლიციის 4-5 მანქანა დახვდა.

„კარგად მახსოვს, ნანუკა ჟორჟოლიანი და სხვა ცნობილი ადამიანები მგზავრობდნენ ჩემთან ერთად და ხალხი გაგიჟდა – რა ხდება, რეციდივისტს იჭერთო?! წამიყვანეს განყოფილებაში“, – იხსენებს სურამელაშვილი.

მისი თქმით, ადრე სულ თან დაჰქონდა საკუთარი დისკები, რომელიც კარგად გამოადგა ამ სიტუაციაში.
„პოლიციელებს ვეუბნები – „იცით, ვინ ვარ?!“ და ამოვიღე ეს დისკი. რომ დახედეს, ვეღარ გაიყვეს. არც ჯარიმა გადამახდევინეს და სულ ბოდიშებით გამომიშვეს“, – გაიხსენა მომღერალმა.