COVID-19 - ბოლო ცნობები

ვაქცინებისადმი მედეგი: გამოვლინდა COVID-19-ის შემაძრწუნებელი შტამი 32 მუტაციით

Sputnik
თბილისი, 25 ნოემბერი − Sputnik. ბოტსვანაში გამოავლინეს კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც შეიძლება ყველა სხვა ვარიანტზე საშიში გამოდგეს − „დელტას“ ჩათვლით, იუწყება Daily Mail.
ბრიტანელ ვირუსოლოგებს მიაჩნიათ, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ძალიან ბევრი მუტაციის გამო. როგორც ლონდონის საიმპერიო კოლეჯის პროფესორი ტომ პიკოკი ამბობს, შტამი B.1.1.529 (ასე ეწოდა ბოტსვანაში გამოვლენილ ვარინატს) 32 „შემაძრწუნებელ“ მუტაციას მოიცავს, რომელთა კომბინაციაც ვაქცინებისადმი მედეგობასა და გადადების მაღალ უნარზე მეტყველებს.
გარდა ამისა, COVID-19-ის „ბოსტსვანურ ვარიანტს“ უფრო მეტი ცვლილებები აქვს მრჩილავ ცილაში.
გენეტიკოს ფრანსუა ბალუს თქმით, ახალ შტამს „დელტაზე“ უკეთ შეუძლია ანტისხეულებისთვის თავის არიდება. სპეციალისტის ვარაუდით, B.1.1.529 შესაძლოა წარმოქმნილიყო სუსტი იმუნიტეტის ადამიანში − მაგალითად, შიდსით ან აივ-ით დაავადებულ პაციენტში.
„[ბოტსვანურ შტამს] ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ. თუმცა, სანამ ის სულ უფრო ხშირად არ შეგვხვდება, მანამდე ზედმეტად არ უნდა ვინერვიულოთ“, − აცხადებს ბალუ.
ამასთან Daily Mail-ის ცნობით, მსოფლიოში ამ დროისათვის აღნიშნული შტამით დაავადების სულ ათი შემთხვევაა გამოვლენილი − თავად ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და ჰონკონგში.