თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში ღამის კლუბების გახსნა მხოლოდ და მხოლოდ ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
ქვეყანაში ღამის კლუბებმა მუშაობა გასული წლის მარტში შეაჩერეს. 2021 წლის 1 დეკემბრიდან რესტორნებს მუშაობა მთელი ღამის განმავლობაში შეეძლებათ, ისინი მარტო კოვიდ–პასპორტის მქონე პირებს მოემსახურებიან.
„ჩვენ დავაკვირდებით ინფიცირებულთა მაჩვენებელს და იმ შესაძლებლობიდან გამომდინარე, რასაც ეპიდვითარება მოგვცემს, საკოორდინაციო საბჭოს მათი გახსნის რეკომენდაციით მივმართავთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის ეს საკითხი არ განიხილება.
როგორც ადრე ღამის კლუბების მფლობელებმა განაცხადეს, ისინი გაკოტრების ზღვარზე არიან და შეზღუდვის გაუქმების შემთხვევაშიც კი მათ გაუჭირდებათ დაწესებულებების გახსნა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 826.714–ს მიაღწია. ვირუსს11.736 ადამიანი ემსხვერპლა.