„პატივი ეცი ჩემს არსებობას, ან ელოდე წინააღმდეგობას“: ევროპა კოვიდ-შეზღუდვების წინააღმდეგ

ევროპის ქვეყნებში კოვიდ-რეგულაციების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები ჩატარდა
Sputnik
ვენის ქუჩებში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა მთავრობის გადაწყვეტილების წინააღმდეგ ახალი ლოკდაუნისა და სავალდებულო ვაქცინაციის დაწესების შესახებ. პროტესტი ძირითადად მშვიდობიანი იყო, თუმცა საღამოს მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
ნიდერლანდებში პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა აქციის დასაშლელად, მოგვიანებით კი როტერდამში საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა. მუშაობა შეწყვიტა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, მოსახლეობას კი სახლში დაბრუნებისკენ მოუწოდეს.
როტერდამის მერმა ახმედ აბალებმა შეტაკებას „ძალადობის ორგია“ უწოდა და განაცხადა, რომ „პოლიციამ თავის დაცვის მიზნით საჭიროდ ჩათვალა ძალის გამოყენება“.
ამ მომენტისათვის ევროპა ერთადერთი რეგიონია მსოფლიოში, სადაც კორონავირუსისგან სიკვდილიანობის მაჩვენებელი ზრდადია.
1 / 12

ევროპის ქვეყნებში კოვიდ-შეზღუდვბის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

2 / 12

პარასკევს ავსტრიის ხელისუფლებამ 22 ნოემბრიდან ლოკდაუნი გამოაცხადა

3 / 12

იტალიაში რამდენიმე თვეა პროტესტი გრძელდება

4 / 12

გასულ კვირას ვენის ქუჩებში დაახლოებით 35 ათასი ადამიანი გამოვიდა

5 / 12

ბელგიის ხელისუფლებამ ოთხშაბათს შეზღუდვები გაამკაცრა

6 / 12

დემონსტრანტებს ხელში უჭირავთ დროშები და ტრანსფარანტები საპროტესტო აქციაზე შვეიცარიაში

7 / 12

მომიტინგეები პლაკატებით, ვენა

8 / 12

მამაკაცი დროშას წვავს საპროტესტო აქციაზე ზაგრებში

9 / 12

მომიტინგეები პოლიციას ეწინააღმდეგეებიან, ბრიუსელი

10 / 12

მამაკაცი გულის ფორმის გასაბერი ბურთით, ბრიუსელი

11 / 12

ნიდერლანდებში ასევე გაიმართა საპროტესტო აქციები, რასაც არეულობა მოყვა. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ პოლიციელებს იარაღის გასროლაც დაჭირდათ

12 / 12

ბელგიელი მეხანძრეები ხანძარს აქრობენ დემონსტრაციის დროს, ბრიუსელი