ყვითელი ამბები

19 წლის ვაჟი და მეორე ბედნიერი ქორწინება – ელენე ხოშტარიას უცნობი პირადი

Sputnik
ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ელენეს პირადი ცხოვრება ყველასთვის საინტერესოა.
როგორც ცნობილია, პოლიტიკოსს პირველი ქორწინებიდან ერთი ვაჟი, გიორგი გაფრინდაშვილი ჰყავს, ხოლო არქიტექტორ ირაკლი ბერიძეზე დაქორწინების შემდეგ კიდევ სამი შვილი შეეძინა.
ოჯახსა და ურთიერთობებზე მან ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა და გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც პირველად გათხოვდა 20 წლის ასაკში.
„2002 წელს გიორგი გავაჩინე. მეორედ 2011 წელს გავთხოვდი. დაოჯახებამდე დიდხანს მქონდა ურთიერთობა ჩემს პირველ ქმართან. 13-14 წლიდან ვიცნობდი. მერე მე მოსკოვში ვცხოვრობდი, ის – ლონდონში. რომ ჩამოვიდა, ცოლად გავყევი“, – იხსენებს პოლიტიკოსი.
მისი თქმით, ერთად 5 წელი იცხოვრეს, თუმცა შემდეგ შეთანხმდნენ, რომ მათი ცხოვრება საინტერესო აღარ იყო და დაშორდნენ, ახლა კი არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ.
„2011 წელს გავყევი ჩემს ახლანდელ ქმარს ირაკლი ბერიძეს. ის არქიტექტორია, მეგობართან გავიცანი“, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.