აზერბაიჯანიდან საქართველოში დიზელის საწვავის კონტრაბანდულად შემოტანის ფაქტი აღიკვეთა

მებაჟეებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე“ ერთ თვეში 55 ტონა დიზელის საწვავის კონტრაბანდული შემოტანა აღკვეთეს
Sputnik
თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე“ აზერბაიჯანიდან საქართველოში კონტრაბანდული საწვავის შემოტანა აღკვეთეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში შემოსული სატვირთო მანქანის შემოწმებისას საწვავის ავზებში 1,2 ათასი ლიტრი არადეკლარირებული დიზელის საწვავი აღმოჩნდა.
5 კგ-მდე არადეკლარირებული ოქრო: დაკავებულია ერთი პირი
აღურიცხავი პროდუქციის შემოტანა ძირითადად სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიერ, კუსტარულად მოწყობილი საწვავის ავზებით ხორციელდება, აღნიშნეს უწყებაში.
უწყების ინფორმაციით, ბოლო თვის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელ ხიდზე“ 55.1 ათას ლიტრზე მეტი არადეკლარირებული დიზელის საწვავის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, კონტრაბანდული საქონლის შემოტანის ფაქტი სამართალდარღვევას წარმოადგენს და სანქციის სახით 1-დან 4 ათას ლარამდე ოდენობის ფულად ჯარიმას ითვალისწინებს.