COVID-19 - ბოლო ცნობები

4.331 ახალი შემთხვევა: კოვიდ-სტატისტიკა განახლდა

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 768.559 ადამიანი; ჩატარებულია 2.122.856 აცრა, ერთ დღეში აცრილია 9.398 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.331-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 826.714-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 768.559 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4.804), გარდაიცვალა – 11.736 (ბოლო 24 საათში – 57). კარანტინის რეჟიმშია 49, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.523 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.148 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 52.987 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32.808, PCR–ტესტით – 20.179.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,17%, ბოლო 14 დღის – 9,06%, ბოლო 7 დღის – 9,06%.
სულ ჩატარებულია 2.122.856 აცრა, ერთ დღეში აცრილია 9.398 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.