აშშ-ში კომპანია SpaceX-მა წარმატებით გაუშვა რაკეტმზიდი Falcon 9 ზონდით DART.
რაკეტამ სტარტი აიღო აშშ-ის კოსმოსური ძალების ვანდენბერგის ბაზიდან კალიფორნიაში, ადგილობრივი დროით 22:21 საათზე.
მისიის მიზანია დედამიწის ასტეროიდებისგან და სხვა პოტენციურად საშიში კოსმოსური ობიექტებისგან თავდაცვის სისტემის გამოცდა. ზონდი DART გაემართა ასტეროიდ დიმორფოსთან შესაჯახებლად. ამ შეჯახების შედეგად ციური სხეულის ორბიტა მცირედით გადაიხრება. გამოთვლების თანახმად, ეს 2022 წლის 26 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში მოხდება.
ასტეროიდი დიმორფოსი პერიოდულად უახლოვდება დედამიწას, თუმცა ჯერჯერობით ის ჩვენი პლანეტისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.