თოვლმა საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა

მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთზე შეზღუდვები დაწესდა.
Sputnik
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. თოვლმა საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის მესტია–უშგულის მონაკვეთზე (138-186 კმ) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
თოვლი და ძლიერი ქარი: საქართველოში ამინდი გაუარესდება
მეტეოროლოგიური პირობების გამო უშგული–ლასდილის მონაკვეთზე (187–198 კმ) კი დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია საავტომობილო გზის ზუგდიდი–მესტიის მონაკვეთზე.