ცნობილი ქართველი მოდელი და დიზაინერი თაკო ჩხეიძე ფანებს ნატიფი მანერებით, ფრანგული სილამაზითა და დახვეწილობით ანებივრებს. თბილისის მოდის კვირეულის დამფუძნებელი საქართველოში ულამაზეს ქალბატონად ითვლება.
მისი სილამაზით საზოგადოება ჯერ კიდევ მაშინ მოიხიბლა, როდესაც თინეიჯერი თაკო პოდიუმზე პირველად გამოჩნდა. ის მცირე დროში საკმაოდ პოპულარული გახდა. ცოტა ხნის წინ თაკომ თმა ქერად შეიღება და „ინსტაგრამის“ ხელმომწერები აღაფრთოვანა. „საოცრება“, „როგორ გიხდება“, – უწერდნენ თაკოს. როგორც ჩანს, ქერა თმა მოდელს მალე მობეზრდა და ახლახან თმა შეიჭრა და ისევ გაიმუქა.
40 წლის მოდელი სამი ვაჟის დედაა. ოჯახი იმდენად უყვარს, რომ კარიერულ წინსვლაზე და მოდის სფეროში მაღალი დონის შემოთავაზებებზე მტკიცე უარი ბევრჯერ უთქვამს.
თაკო ჩხეიძის მეუღლე რუსლან აბაშიძე დიპლომატია. წყვილი სამ ვაჟს ზრდის.