ყვითელი ამბები

„კალმარის თამაშებს“ პოპულარობით ახალმა კორეულმა სერიალმა გადაასწრო – ვიდეო

Sputnik
როგორც ცნობილია, „ნეტფლიქსის“ ყველაზე პოპულარული კორეული სერიალის, „კალმარის თამაშების“ მეორე სეზონის გამოსვლა ოფიციალურად დადასტურდა. თუმცა მან ყველაზე რეიტინგული სერიალის ტიტული უკვე დაკარგა – ის ახალმა სამხრეთკორეულმა სერიალმა Hellbound უკან ჩამოიტოვა.
სერიალს ახლა სამხრეთ კორეაში, მექსიკაში, ბელგიაში, აშშ-ში, კანადასა და გერმანიაში ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს.
ახალი სერიალის მოქმედება დედამიწის ალტერნატიულ სამყაროში ვითარდება, რომელშიც ადამიანებს მონსტრები იტაცებენ და ჯოჯოხეთში ატყვევებენ.