ყვითელი ამბები

„მხდალი ადამიანები შეიძლება ბევრჯერ გარდაიცვალონ...“ – ნეკა დოროყაშვილი ფოტოს აქვეყნებს

Sputnik
მოდელი და დამწყები დიზაინერი ნეკა დოროყაშვილი ერთ-ერთ თბილისურ კაფეში გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ღვინით სავსე ჭიქა უჭირავს და წერს, რომ ერთი ცნობილი გამონათქვამი გაახსენდა.
„ამ არტისტულ საღამოს ბრძნული ფრაზების ხასიათზე დავდექი: „მხდალი ადამიანები შეიძლება თავიანთ რეალურ სიკვდილამდე ბევრჯერ გარდაიცვალონ, ხოლო მამაცები სიკვდილის გემოს მხოლოდ ერთხელ შეიგრძნობენ“, – დაწერა დოროყაშვილმა.
ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე საზოგადოებისთვის აქტუალური რამდენიმე თვის წინ გახდა. ამჟამად ნეკასა და მის ყოფილ მეუღლეს შორის თბილისის საქალაქო სასამართლოში ორი სასამართლო დავა მიმდინარეობს. ერთი ეხება ყოფილი ქმრის მიერ ნეკაზე ძალადობას, ხოლო მეორე – შვილის მიმართ მამის მხრიდან ფინანსური ვალდებულებისგან თავის არიდებას.