ბრაზილიელმა 33 წლის მოდელმა კრის გალერამ საკუთარ თავთან დაქორწინებიდან თითქმის სამი თვის შემდეგ განქორწინება გადაწყვიტა. ამის შესახებ გამოცემა Mirror-ი იტყობინება.
მიმდინარე წლის სექტემბერში გალერამ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საკუთარ თავზე ქორწინდებოდა, რადგან „დაიღალა კაცებზე დაყრდნობით“. ამავდროულად ქალმა გამოაქვეყნა ფოტოების სერია, სადაც ის თეთრ კაბაში და ყვავილების თაიგულით ხელში პოზირებს კათოლიკური ეკლესიის ფონზე, რომელიც, ლოკაციის მიხედვით, ქალაქ სან-პაულუში მდებარეობს.
ირკვევა, რომ მოდელს მიმდინარე ნოემბერში თაფლობის თვე ჰქონდა დაგეგმილი, რომელიც, სავარაუდოდ, არ შედგება, რადგან ახლახან კრის გალერამ გამოაცხადა, რომ აპირებს განქორწინებას, რადგან გაიცნო „ვიღაც განსაკუთრებული“.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინდონეზიის მცხოვრები ჰოირულ ანამი საკუთარ ბრინჯის გაზქურაზე „დაქორწინდა“. საქორწინო ცერემონიის ფოტოები ტექნიკასთან ერთად მან ინტერნეტში განათავსა.