COVID-19 - ბოლო ცნობები

64 გარდაცვლილი: 24 ნოემბრის კოვიდ-სტატისტიკა

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 763.755 ადამიანი; ჩატარებულია 2.112.851 აცრა, ერთ დღეში აცრილია 3.707 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 3.201-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 822.383-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 763.755 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4.098), გარდაიცვალა – 11.679 (ბოლო 24 საათში – 64). კარანტინის რეჟიმშია 58, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.611 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.084 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 26.588 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14.401, PCR–ტესტით – 12.187.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 12,04%, ბოლო 14 დღის – 9,15%, ბოლო 7 დღის – 9,19%.
სულ ჩატარებულია 2.112.851 აცრა, ერთ დღეში აცრილია 3.707 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.