ტრაგედია საშობაო აღლუმზე ამერიკაში – ფოტო

ავტომობილმა ბარიერები გაანგრია და გავიდა გზის იმ ნაწილზე, სადაც საშობაო აღლუმი იმართებოდა. იხილეთ სურათები ტრაგედიის ადგილიდან, რომელიც ვისკონსინის შტატის ქალაქ უოკეშში მოხდა.
Sputnik
მინიმუმ 5 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 40-ზე მეტი. დაშავებულთაგან 15 არასრულწლოვანია.
უოკეშის პოლიციის უფროსის თქმით, ავტომობილის მძღოლი დაკავებულია, თუმცა მისი მოქმედების მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
1 / 12

ეჭვმიტანილი ხალხში მანქანით საშობაო აღლუმის მსვლელობისას შევარდა

2 / 12

ტრაგედიის შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, 40-ზე მეტმა ტრავმები მიიღო

3 / 12

სამართალდამცავებმა არ იციან, რამ აიძულა ეჭვმიტანილი, ავტომობილით შევარდნილიყო ხალხში

4 / 12

ბოროტმოქმედი სხვა დანაშაულის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა

5 / 12

პოლიციამ მანქანას ცეცხლი გაუხსნა, თუმცა სროლის შეწყვეტა გახდა საჭირო, რადგან აღლუმზე მყოფ ადამიანებს საფრთხე ემუქრებოდათ

6 / 12

დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს

7 / 12

ექვსი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, სამს კი სერიოზული ტრავმები აღენიშნება

8 / 12

პოლიციის თანამშრომლები ტრაგედიის ადგილზე

9 / 12

გამოძიებაში ადგილობრივ პოლიციასთან ერთად მონაწილეობს ფედერალური ბიურო

10 / 12

ტერიტორია, სადაც შემთხვევა მოხდა, პოლიციამ შემოფარგლა

11 / 12

პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ყურადღებით აკვირდება სიტუაციას

12 / 12

„ყველანაირად ვცდილობთ ამ საშინელ ძალადობის აქტს გავუმკლავდეთ“, - დაამატა ჯო ბაიდენმა