თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან პოლიციაა მობილიზებული, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი“.
მედიის ცნობით, მამაკაცი ბანკის დაყაჩაღებას შეეცადა, რა დროსაც იგი სამართალდამცველებმა დააკავეს.
ამ დროისათვის ბანკის თანამშრომლები შსს-ს წარმომადგენლებთან დაკითხვაზე არიან.
„Sputnik–საქართველო“ მომხდარის დეტალების გარკვევის მიზნით უწყების პრეს-სამსახურთან დაკავშირებას ცდილობს.