თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. სამმხრივი მოლაპარაკებები რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს - ვლადიმირ პუტინს, ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის, რომელიც სამმხრივი განცხადების ხელმოწერის წლისთავს ემთხვევა, 26 ნოემბერს სოჭში გაიმართება.
მხარეები განიხილავენ შემდგომ ნაბიჯებს ყარაბაღში სტაბილურობის განმტკიცებისა და მშვიდობიანი ცხოვრების დასამყარებლად. ასევე ყურადღება დაეთმობა სავაჭრო, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენასა და განვითარებას.
შეხვედრის ფარგლებში რუსეთის ლიდერი ასევე ცალკე ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან, განაცხადეს კრემლში.
სომხეთში გუშინ დაიგეგმა საპარლამენტო მოსმენები საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხზე, მათ შორის აზერბაიჯანთან.