ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
Sputnik
თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს მოეკიდა. ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.