მსოფლიო დღეს

iPhone-ს სერიოზული ხარვეზი გამოუვლინდა: ცხადდება უფასო რემონტების აქცია მთელ მსოფლიოში

Sputnik
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. კომპანია Apple, რომელმაც ოფიციალურად აღიარა სმარტფონ iPhone 12-სა და 12Pro-ს დინამიკებში არსებული სერიოზული დეფექტი, ამ მოდელების მფლობელებს უფასო რემონტს სთავაზობს მთელ მსოფლიოში.
აღინიშნება, რომ პრობლემა აპარატული ხასიათისაა — ზოგ სმარტფონზე დინამიკი დარეკვისას ფუნქციონირებას წყვეტს. „დაყრუებული“ iPhone-ის რეანიმირება პროგრამული მეთოდით შეუძლებელია და ამიტომ მას დინამიკის შეცვლა სჭირდება.
კომპანიის ცნობით, უფასო რემონტის აქცია ვრცელდება ტელეფონებზე, რომლებიც 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის აპრილამდეა გამოშვებული.
პრობლემურ აპარატებს Apple-ს ავტორიზებულ სერვის-ცენტრებში შეაკეთებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თუმცა Apple იტოვებს უფლებას, „შეზღუდოს მომსახურება იმ ქვეყნის მიხედვით, რომელშიც არის შეძენილი სმარტფონი“.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ iPhone 12 mini-სა და iPhone 12 Pro Max-ზე აღნიშნული აქცია არ ვრცელდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტელეფონებიც ანალოგიური დინამიკებითაა აღჭურვილი.