მსოფლიო დღეს

ავტობუსის ავარიაში 46 ადამიანი დაიღუპა - აქედან 12 ბავშვია

Sputnik
თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. ბულგარეთში ტურისტული ავტობუსის ავარიის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 12 ბავშვია, იუწყება სააგენტო BGNES.
სავარაუდოდ, დაღუპულები ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქეები არიან. შემთხვევა დაახლოებით 03:00 საათზე (თბილისის დროით 05:00 საათზე) მოხდა სოფია-ბლაგოევგრადის გზატკეცილზე. წინასწარი მონაცემებით, ტურისტები სტამბულიდან ბრუნდებოდნენ.

„ტრასის 31-ე კილომეტრზე ავტობუსს, რომელშიც 52 ადამიანი იმყოფებოდა, ავარია შეემთხვა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. დაიღუპა 45 ადამიანი“, — დაუდასტურა სააგენტოს ადგილობრივი სახანძრო სამსახურის უფროსმა.

შემთხვევის შედეგად ორი ქალი და ხუთი მამაკაცი გადარჩა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
ბულგარეთის ხელისუფლება ინციდენტის სამ მიზეზს განიხილავს: ჩაძინებულ მძღოლს, სველ გზას ან ტექნიკურ გაუმართაობას. ასევე, ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი ავარიამდეც შეიძლებოდა გაჩენილიყო.