„ცოცხალი ჯაჭვის“ მონაწილეებს ხელში ეჭირათ 2003 წლის სიმბოლო – ვარდები, ასევე საქართველოს და ევროკავშირის დროშები. აქციის ორგანიზატორის ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, აქციის მონაწილეებს კიდევ ერთხელ სურთ ახლანდელ მთავრობას შეახსენონ, რომ ეს დღე ახსოვთ და სააკაშვილის მადლიერები არიან.
სააკაშვილი საქართველოში პირველად დაბრუნდა 2013 წლის შემდეგ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ. მან მალულად გადმოკვეთა საზღვარი და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილმა იმავე დღეს დაიწყო შიმშილობა და მხოლოდ 50 დღის შემდეგ შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
მკურნალობის დასრულების შემდეგ ყოფილ პრეზიდენტს რუსთავის ციხეში დააბრუნებენ, სადაც განაგრძობს სასჯელის მოხდას ორ საქმეზე. მას 6 წლით პატიმრობა აქვს შეფარდებული.