ყვითელი ამბები

„ჩემი შეცდომები იქნებ გამოგადგეთ“ – თიკა ფაცაცია ხელმომწერებს მიმართავს

Sputnik
თიკა ფაცაციას ტელეეკრანებიდან თუ სოციალური ქსელიდან ბევრი იცნობს. ის „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებით აქტიურია და საკუთარ ხელმომწერებს ხშირად აწვდის სხვადასხვა სასარგებლო ინფორმაციას, აძლევს რჩევებს სილამაზესა და თავის მოვლასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გულშემატკივრებს პირად თუ ოჯახურ ფოტოებსაც ყოველდღიურად უზიარებს.
ამჯერად თიკა ფაცაცია სოციალური ქსელის მომხმარებლებს თავის მოვლის შესახებ რჩევებს უზიარებს და საკუთარ გამოცდილებაზე საუბრობს.
აღმოჩნდა, რომ ტელეწამყვანს სახის კანის ტიპი შეეცვალა. „ვიცოდი, რომ მშრალი კანი მქონდა, დაბანის შემდეგ სასწრაფოდ მთხოვდა საცხის წასმას კანი და ამის გამო მეგონა ასე. მაშინ დამემსხვრა ეს ხედვა, როცა მითხრეს, კომბინირებული კანი გაქვსო. ჰოდა, დღეს ხელახლა გავიკეთე დიაგნოსტიკა და შეუცვლია ხასიათი, ახლა უკვე ცხიმისკენ მიდრეკილი გამხდარა. იცით, რატომაა ამის მონიტორინგი საჭირო? აი, ჩემსავით რომ არ ისვათ არასწორი საცხები და არ გაამწვავოთ პრობლემები სახეზე. ჩემი შეცდომები იქნებ გამოგადგეთ“, – წერს თიკა ფაცაცია.