ყვითელი ამბები

პრინცი არჩი ქათმების ფერმაში – ფოტო სოცქსელებს იპყრობს

Sputnik
,,ელენ დეჯენერესის შოუში” სტუმრად მყოფმა მეგან მარკლმა ბევრ საინტერესო დეტალზე ისაუბრა, მათ შორის შვილების შესახებ. მაგალითად, გავიგეთ, რომ ორი წლის არჩი უკვე ძალიან ეხმარება მშობლებს და მისი საყვარელი საქმიანობა ფერმას უკავშირდება.
ცოტა ხნით ადრე ფერმის ფოტოები ,,ოპრა უინფრის შოუში” გავრცელდა, დღეს კი ,,ელენ დეჯენერესის შოუში” ვიხილეთ პატარა არჩის ფოტო, რომელიც ქათმების ფერმაში იმყოფება.
ახალი ფოტო ზურგიდან არის გადაღებული და არჩის სახე არ ჩანს, სამაგიეროდ მეგანმა გვაჩვენა, როგორ ცხოვრობს პატარა პრინცი, რომელიც ბუკინგემის სასახლიდან საცხოვრებლად სანტა-ბარბარაში გადაიყვანეს და სამეფო ცხოვრებას მოსწყვიტეს.