ყვითელი ამბები

„ფერი ფერსო...“ – ოთო ფოლადაშვილისა და თათია თექთურმანიძის ფოტოები სოციალურ ქსელში აიტაცეს

Sputnik
თათია თექთურმანიძისა და ოთო ფოლადაშვილის წყვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ისინი პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ ერთმანეთის პარტნიორები არიან და მაყურებელს ყოველთვის ულამაზეს შოუს სთავაზობენ.
ამჯერად თათია ოთოსთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და ხელმომწერებს მათი ცეკვის შეფასებას სთხოვს.
„ეს წყვილი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ შემდეგაც იდეალური წყვილია“, „თათია, ძალიან ლამაზი გოგო ხარ. მომწონს შენი შემართება, მიზანდასახულობა და, რა თქმა უნდა, შრომა, დაუღალავი შრომა. მომწონს თქვენი წყვილი, თქვენი შესრულება. ძალიან გაგიმართლა ოთო რომ შეგხვდა, მართლაც საუკეთესოა“, „ამ წყვილმა ნამდვილად მოაჯადოვა ხალხი, როგორ უხდებიან ერთმანეთს“, „ფერი ფერსო, თქვენზეა ნათქვამი“ – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.