ყვითელი ამბები

„ამ დროს ანგელოზია სიახლოვეს და ფოტოზე აისახება“ – რა სასწაულზე წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი?

Sputnik
ცნობილი მოდელის ნანუკა გოგიჩაიშვილის და ასევე ცნობილი ბიზნესმენის ნიკოლოზ ნაყოფიას გოგონა გაქრისტიანდა. სასიამოვნო ინფორმაცია საზოგადოებას თავად ნანუკამ ამცნო.
ნანუკა წერს, რომ პატარა აივი-ნიკოლი სამი თვის ასაკში მოინათლა. როგორც ირკვევა, წყვილმა შვილი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მონათლა.

„ამბობენ, როცა სურათში ფერადი წრე, ან ლაქა ჩანს, ამ დროს შენი ანგელოზია სიახლოვეს და ფოტოზე აისახება. მჯერა, რომ ეს სიკეთის, სიმშვიდის, ჯანმრთელობის და სიძლიერის წრეა. გილოცავ დე, დღეს 3 თვის გახდი, 3 თვეა რაც ბუნებრივ კვებაზე ხარ და ყოველი თვის აღნიშვნა კიდევ უფრო მიხარია ამ ერთობის ხაზგასასმელად, ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ჩემი ნაწილი მოგცე, გილოცავ აივი, დღეს გავქრისტიანდით”, – წერს ნანუკა „ინსტაგრამზე” და ოჯახურ ფოტოებს აქვეყნებს.

ნანუკა და მისი მეუღლე ქალის ორსულობის ბოლო თვეებში ამერიკაში გაემგზავრნენ. ორსული ნანუკა სოციალურ ქსელებში კალიფორნიიდანაც აქტიურობდა, შვილის გაჩენამდე აიცრა კიდეც და ვაქცინაციისკენ საზოგადოებასაც მოუწოდა.