ყვითელი ამბები

ლიზა ყენია საყვარელ კაცთან ერთად კახეთში განმარტოვდა – ნახეთ როგორ ერთობა წყვილი

ლიზა ყენიას პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს, თუმცა სოციალურ ქსელში დასმულ კითხვებს ყოველთვის გულწრფელად პასუხობს.
Sputnik
რამდენიმე კვირის წინ მომღერალმა „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე ვაჟთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და კომენტარებმაც არ დააყოვნა. „გვეღირსა?“ – ეკითხებოდნენ მომღერალს.
ცოტა ხნის წინ კი ლიზამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოაქვეყნა რომანტიკული ფოტოები წარწერით Love is back. უცნობია, ვინ არის ფოტოებზე ასახული მამაკაცი.
სწორედ მასთან ერთადაა ლიზა ყენია კახეთში. წყვილმა ჯერ ტყეში ისეირნა მანქანით და შემდეგ ერთ-ერთ ცნობილ სასტუმროში დაბინავდა. ლიზამ ფოტოები და ვიდეოები „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოაქვეყნა.
რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ლიზა ყენია გიგი ბააზოვს დაშორდა და სოციალური ქსელის ხელმომწერებს გაუმხილა, რომ მარტო გადავიდა საცხოვრებლად.
ცნობილი მომღერლის მაია ჯაბუას შვილი 23 წლის არის და გარდა მომღერლობისა და მსახიობობისა, დიზაინერობას და კოსმეტიკის ხაზის მართვასაც ახერხებს.