COVID-19 - ბოლო ცნობები

55 გარდაცვლილი: კოვიდ-სტატისტიკა რეგიონების მიხედვით

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.851-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 814.097-ს მიაღწია.
Sputnik
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.851 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 861 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 350, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 115, შიდა ქართლი – 104, კახეთი – 92, ქვემო ქართლი – 84, აჭარა – 83, მცხეთა-მთიანეთი – 51, გურია – 48, სამცხე-ჯავახეთი – 47, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 16.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5.530 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 755.229-მდე გაიზარდა.
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 22 ნოემბერი
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 55 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 11.553-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 47.289 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.708 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.640, იმერეთში – 1.415, აჭარაში – 554.
1.693 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 378 პირი, მათგან თბილისში – 216, აჭარაში – 42, იმერეთში – 38. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.123 ადამიანი, მათ შორის 736 – თბილისში, 218 – აჭარაში.
39.458 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 58 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 49, ხოლო აჭარაში – 9.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 44.389 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.851-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 814.097-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.