ყვითელი ამბები

„ჩემმა დამ პირველად ხარისხიანი რაღაც შეიძინა“ – ნინი სუხიტაშვილი პოლიტიკოსზე გათხოვდა

Sputnik
მომღერალი ნინი სუხიტაშვილი დაოჯახდა. მისი მეუღლე ნოდარ ჩაჩანიძე გახდა, რომელიც სამოქალაქო აქტივისტია და ახლახან ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში ჭიათურაში მერობაზე დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს.
დის გაბედნიერების შესახებ სტატუსი და ნინისა და ნოდარის ერთობლივი ფოტო გიორგი სუხიტაშვილმა გამოაქვეყნა. როგორც მომღერალი წერს, ძალიან უხარია ეს ამბავი და მისმა დამ „პირველად ხარისხიანი რაღაც შეიძინა მისი გემოვნებით“.