ყვითელი ამბები

„ოქ­როს ღი­ლა­კით პირ­და­პირ ფი­ნალ­ში გა­და­ვე­დი“ – ზაზარაშვილის მორიგი წარმატება

Sputnik
თბილისი, 22 ნოემბერი – Sputnik. მომ­ღე­რა­ლი ალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვი­ლი, რომელმაც პირველად უკრაინულ საბავშვო „ვოისში“ გაიმარჯვა, ამჯერად ამე­რი­კუ­ლი შტატის „ნი­ჭი­ე­რის” ფი­ნა­ლის­ტია.
ინ­ფორ­მა­ცია მომ­ღერ­ალმა „ფე­ის­ბუ­ქის” პი­რად გვერ­დზე გაავრცელ­ა. ალექსანდრე ზაზარაშვილი აშშ-ის შტატ კონექტიკუტის „ნიჭიერის“ ფინალში ოქროს ღილაკით გადავიდა.
„მე­გობ­რე­ბო, ოქ­როს ღი­ლა­კით პირ­და­პირ ფი­ნალ­ში გა­და­ვე­დი“, – წერს ალექ­სან­დრე ზაზარაშვილი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.
ამე­რი­კუ­ლი “ნი­ჭი­ე­რის” ფი­ნა­ლუ­რი ტური 18 დე­კემ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა. ალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვი­ლი არა­ერ­თი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია, მათ შო­რის უკ­რა­ი­ნუ­ლი საბავშვო „ვო­ი­სის“. აღ­ნიშ­ნულ კონ­კურ­სში მან 2019 წელს გაიმარჯვა.