ვისკონსინის შტატის ქალაქ უოკეშოში საშობაო აღლუმზე ავტომობილი შევარდა. დაიღუპა მინიმუმ ხუთი ადამიანი, 40-ზე მეტმა მიიღო ტრავმები.
სამართალდამცველების ინფორმაციით, დაშავებულების დიდი ნაწილი დამოუკიდებლად მივიდა საავადმყოფოში.
ქუჩაზე, სადაც მოხდა შემთხვევა, ყველა დაწესებულება დაიკეტა. მიმდინარეობს გამოძიება.