თბილისი, 21 ნოემბერი - Sputnik. ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის მამაკაცი დაიღუპა.
მედიის ცნობით, მამაკაცი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე „სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან მოძრაობის წესების დარღვევის“ მუხლით.
მანქანის მძღოლის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.