თბილისური არქიტექტურის პარადოქსები: კლასიკიდან ფუტურიზმამდე - ფოტო

კონტრასტულობა ყველა ქალაქს ახასიათებს. განსაკუთრებით მდიდარი ისტორიის მქონეებს, როგორიცაა თბილისი
Sputnik
თბილისის პირობებში კონტრასტულობა ხშირი მოვლენაა, რაც გამომდინარეობს რელიეფის მახასიათებლებიდან, ასევე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობიდან.
1 / 16

ფოტოზე ჩანს ქალაქის ძველი ნაწილი, სადაც ერთმანეთის მახლობლად დგას სამების ტაძარი, ყოფილი პრეზიდენტის სასახლე და ფუტურისტული მუსიკალური თეატრი, რომელიც დღემდე დაუსრულებელია

2 / 16

უამრავ მრავალსართულიან საცხოვებელ სახლთან ერთად, ქალაქში შეხვდებით კერძო ბინებსაც

3 / 16

აქ ერთმანეთს ერწყმის ძველი და ახალი შენობები

4 / 16

ეს შენობები ალბათ უკვე აღარ არსებობს, რადგან ფოტოს გადაღებისას მათი დანგრევა უკვე დაგეგმილი იყო

5 / 16

ვაკეში ოდესღაც სტუდქალაქი იყო, რომლისგანაც ჯერ კიდევ შემორჩა ერთი ძველი შენობა

6 / 16

მელიქიშვილის გამზირზე განთავსებული შენობები ნამდვილად იმსახურებენ ყურადღებას. ეს ხომ თბილისური არქიტექტურის ნიმუშებია

7 / 16

აქ კი მცირედი ეკლექტიკა იგრძნობა - ახალი სუპერ სასტუმრო ეგზოტიკას მატებს ძველ შენობას

8 / 16

ეს კი თანამედროვე არქიტექტურული ნაგებობაა, რომელიც ქალაქის ცენტრში აშენდა. ქალაქის მოსახლეობის ნაწილს ის არ მოწონს, თუმცა მოსახლეობის ნაწილისათვის და ქალაქის სტუმრებისათვის კომპლექსი ლამაზად გამოიყურება

9 / 16

ეს ფოტო მოწმობს, რომ ქალაქის ხელისუფლებას არ გააჩნია განაშენიანების მიახლოებითი გეგმაც

10 / 16

ეს კი უმართავი ქაოსის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. ეს ტენდენცია თბილისში მრავალი წლის წინ დაიწყო

11 / 16

ინტერესთა კონფლიქტის კიდევ ერთი მაგალითი. ალბათ გამწვანებაში ჩაფლული კერძო სახლები აქედანაც მალე გაქრება

12 / 16

ამ შემთვევაში ყველაფერი ლოგიკურია. რაც უფრო მაღლა დგას შენობა, მით უფრო ნაკლები სართული აქვს მას

13 / 16

ეს ადგილი კი ისე გამოიყურება, თითქოს ყველასგან მივიწყებულია

14 / 16

ფოტოზე ჩანს ძველი და ახალი შენობები. ისინი ვიზუალურად ძალიან განსხვავებულები არიან ერთმანეთისგან, თუმცა ფასადების განახლება სურათს საგრძნობლად შეცვლიდა

15 / 16

აქ კი კვლავ ქაოსური განაშენიანება ჩანს. ქალაქის სხვადასხვა უბნებში ხშირად ვხვდებით მსგავს სურათს, როდესაც დიდი შენობები ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას

16 / 16

ქალაქის ისტორიულ ნაწილში, რომელიც თბილისის სახეა, ჯერ-ჯერობით არც თუ ხშირია მშენებლობა. ძველი თბილისის იერის დამახინჯება ნამდვილად მძიმე დანაშაული იქნებოდა