შიმშილობის ეპიდემია საქართველოში - ფოტო

მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები შიმშილობდნენ. ისინი ყოფილი პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ
Sputnik
სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება განპირობებული იყო „შიმშილობის ეპიდემიის“ შეწყვეტის აუცილებლობით, მანამდე განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოშიმშილეებს მაქსიმალურ ყურადღებას ვაქცევდით, ბოლო დროს ბევრი მოშიმშილე დეპუტატის მდგომარეობა გაუარესდა“, - დაამატა მან.
1 / 12

მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა 9 ოპოზიციონერმა დეპუტატმა დაიწყო

2 / 12

შემდეგ შიმშილობა გამოაცხადეს საზოგადო მოღვაწეებმაც და რამდენიმე რაიონული საკრებულოს დეპუტატებმაც

3 / 12

ასე შიმშილობდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები რუსთავის საკრებულოში

4 / 12

პროტესტის მონაწილეები პრინციპულად იყვნენ განწყობილები

5 / 12

გიორგი ბარამიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შიმშილობდა

6 / 12

პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ასევე გამოაცხადა შიმშილობა და უარი თქვა წამლებზე და გადასხმებზე

7 / 12

პაატა ბურჭულაძე ასევე შეუერთდა მოშიმშილეებს

8 / 12

თუმცა პროტესტის დროს მუშაობა არ შეუწყვეტია

9 / 12

ზუგდიდში აქციის მონაწილეები პოლიციას დაუპირისპირდნენ

10 / 12

მოშიმშილე დეპუტატებმა საკრებულოს სხდომათა დარბაზი დაიკავეს, საიდანაც ისინი პოლიციამ გამოიყვანა

11 / 12

დეპუტატები ბიუჯეტის დამტკიცების ჩაშლას ცდილობდნენ

12 / 12

თუმცა პოლიციამ ისინი დროულად გამოიყვანა შენობის პირველ სართულზე და სხდომის ჩაშლა მათ ვეღარ შეძლეს