COVID-19 - ბოლო ცნობები

რამდენმა ადამიანმა გაიკეთა ბუსტერი - ამირან გამყრელიძის განმარტება

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე დოზით ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ ყველა პირისთვის დაშვებულია. „ბუსტერ–დოზის“ გაკეთება მოსახლეობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული Pfizer-ის პრეპარატებით შეუძლია.
Sputnik
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზა, ე.წ. ბუსტერი 8 ათასამდე მოქალაქემ გაიკეთა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
მან მოუწოდა მოქალაქეებს, დროულად გაიკეთონ ბუსტერ-დოზა.
„დღევანდელი მონაცემებით, რვა ათასამდე ბუსტერია ქვეყანაში გაკეთებული. ესენი კეთდება მეორე აცრიდან ექვსი თვის შემდეგ, ყველა ვაქცინაზე. არ აქვს მნიშვნელობა Sinopharm-ით იყავი აცრილი, Sinovac-ით თუ Pfizer-ით, სასურველია, რომ აიცრან ექვსი თვის შემდეგ. მე თვითონ ორჯერ ვიყავი აცრილი და ერთი კვირის წინ გავიკეთე ბუსტერი და მოგიწოდებთ ყველას, გაიკეთოთ“,- განაცხადა გამყრელიძემ.
მისი თქმით, ვაქცინის მესამე დოზა ადამიანს დაახლოებით ერთი წლის განნმავლობაში იცავს.
„ვაქცინა მუშაობს ექვსი-რვა თვის განმავლობაში და სასურველია, ადამიანი აცრილი იყოს მესამე დოზით. მესამე დოზა, როგორც კვლევები აჩვენებს, უფრო ხანგრძლივად მუშაობს, სადღაც 10-12 თვის განმავლობაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
COVID-19 - ბოლო ცნობები
ნათია თურნავა ე.წ. ბუსტერ–დოზით „რუსთავის აზოტის“ თანამშრომლებთან ერთად აიცრა
პარასკევს ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა აიცრას 3—40 ათასი ადამიანი, ხოლო მომავალ წელს - 300-400 ათასი.
9 ნოემბერს იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე მხარი დაუჭირეს მოზარდების აცრას Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზით. მოზარდების ვაქცინაცია მხოლოდ მშობლების თანხმობით ტარდება. მანამდე აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციას ექვემდებარებოდნენ მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვები.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე დოზით ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ ყველა პირისთვის დაშვებულია. „ბუსტერ–დოზის“ გაკეთება მოსახლეობას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული Pfizer-ის პრეპარატებით შეუძლია.