მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პარიზის ცენტრში ხანძარია

საფრანგეთის დედაქალაქის პოლიციამ მოუწოდა მოქალაქეებს თავი აარიდონ იმ სექტორს, სადაც ხანძარი მძვინვარებს
Sputnik
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. ძლიერი ხანძარი გაჩნდა პარიზში, კაპუცინების ბულვარზე, ოპერის მოედანთან ახლოს, იტყობინება РИА Новости.
„ხანძარია კაპუცინების ბულვარზე. ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ. მოერიდეთ ამ სექტორს", - ნათქვამია პარიზის პოლიციის პრეფექტურის შეტყობინებაში Twitter-ზე.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.