COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 20 ნოემბერი

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 743.927 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.457), გარდაიცვალა – 11.422 (ბოლო 24 საათში – 70). კარანტინის რეჟიმშია 48, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.471 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.173 ადამიანი იმყოფება.
Sputnik
თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.318-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 808.889-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 743.927 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.457), გარდაიცვალა – 11.422 (ბოლო 24 საათში – 70). კარანტინის რეჟიმშია 48, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.471 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.173 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 52.962 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32.513, PCR–ტესტით – 20.449.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,15%, ბოლო 14 დღის – 9,39%, ბოლო 7 დღის – 9%.
სულ ჩატარებულია 2.090.036 აცრა, ერთ დღეში აცრილია 7.293 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.