მოდა სასულიერო პირებისთვის: ბელგიაში უჩვეულო დეფილე გაიმართა – ფოტო

ქალაქ ტურნეს საკათედრო ტაძარში პოდიუმზე სხვადასხვა დროის კათოლიკე მოძღვრების სამოსი წარმოადგინეს.
Sputnik
დეფილეში მონაწილეობდნენ მოხალისეები, რომლებმაც სასულიერო პირების სამოსი მოირგეს და დამსწრე საზოგადოებას უჩვენეს. ღონისძიებას დაახლოებით 100 ადამიანი ესწრებოდა.
1 / 8

ჩვენებაში 30 სხვადასხვა რელიგიური სამოსით წარდგნენ

2 / 8

ზოგიერთი სამოსი მე-15 საუკუნეს ეკუთვნის

3 / 8

ყოველი მათგანი ხელოვნების ნიმუშია, ისინი ოქროსა და ვერცხლის ძაფებითაა შეკერილი

4 / 8

დღევანდელზე გადაანგარიშებით მსგავსი სამოსი დაახლოებით 300 ათასი დოლარი ეღირებოდა

5 / 8

ამ თანხით საშუალო ზომის ეკლესიის აგებაა შესაძლებელი

6 / 8

მოდელები პოდიუმზე ორგანის მუსიკის თანხლებით გამოდიოდნენ

7 / 8

უნიკალური ჩვენების გასამართად ორგანიზატორებმა ნებართვა ტურნეს ეპისკოპოსისგან აიღეს

8 / 8

ჩვენებას 100-მდე სტუმარი ესწრებოდა