თბილისში ახალი წლისთვის მზადება დაიწყო: როგორ დგამენ ქვეყნის მთავარ ნაძვის ხეს

თბილისში უკვე დაიწყო ახალი წლისთვის მზადება. ქალაქის ქუჩებს საახალწლო ილუმინაციებით რთავენ, პარლამენტთან კი ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე იდგმება.
Sputnik
თბილისის ბევრ ცენტრალურ უბანში უკვე დამონტაჟდა საახალწლო ილუმინაციები, ქალაქის მორთვა კვლავ გრძელდება. მთავარი საახალწლო ნაძვის ხე, ტრადიციულად, პარლამენტის წინ დაიდგმება.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ასევე ტრადიციული ადგილია მიტინგების გასამართად. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ და მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების გამო. თუმცა, როდესაც პარლამენტთან ნაძვის ხე და საახალწლო ქალაქი მოეწყობა, საპროტესტო აქციების ადგილი ალბათ შეიცვლება – სავარაუდოდ, ტრიბუნის გამართვა იქ შეუძლებელი იქნება.