ყვითელი ამბები

მეგან მარკლი შოუბიზნესში ბრუნდება – ის ,,ელენ დეჯენერესის შოუში“ გამოჩნდა

Sputnik
40 წლის მეგან მარკლი ,,ელენ დეჯენერესის შოუს” სტუმარია. მედიამ ეს ფაქტი შეაფასა, როგორც მეგანის დიდი დაბრუნება შოუბიზნესში. ინტერნეტში გადაცემის მხოლოდ პატარა ნაწყვეტი გავრცელდა.
მეგანი გადაცემაში თეთრი პერანგით და შავი შარვლით გამოჩნდა და კიდევ ერთხელ აალაპარაკა საზოგადოება.
სასექსის ჰერცოგინია ინტერვიუში ამბობს, რომ ლილიბეტი უკვე გაიზარდა, მას კბილებიც ამოსდის და ძალიან მხიარული ბავშვია. ვრცელ ინტერვიუს მაყურებელი მალე იხილავს. სავარაუდოდ, ამიერიდან მეგანს სულ უფრო ხშირად ვნახავთ ტელეეკრანებზე.