ყვითელი ამბები

ფრანგული „ვოგი“ ლილი კოლინზის ფოტოს ავრცელებს – მსახიობი ანუკი არეშიძის კაბაში

Sputnik
ფრანგული „ვოგი“ ცნობილი სერიალიდან ფოტოს ავრცელებს, სადაც ლილი კოლინზს ანუკი არეშიძის მიერ შექმნილი კაბა აცვია.
თეთრი კაბა წითელი კოპლებით ანონსშიც არის და, როგორც ჩანს, „ემილი პარიზში“ სერიალის პერსონაჟს ერთ-ერთ ეპიზოდში აქვს მორგებული. სერიალის მეორე სეზონი დეკემბერში გამოდის.
„ნეტფლიქსის“ ცნობილი სერიალის პირველმა სეზონმა მთელ მსოფლიოში მილიონობით მაყურებლის გულები დაიპყრო. ამერიკელი გოგონას ამბავს, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში სამსახურს ჩაჰყავს, სადაც ის სიყვარულს პოულობს, ბევრი გულშემატკივარი გამოუჩნდა.