დავით აქუბარდიას გადაცემაში კატა შეუვარდა – სახალისო ვიდეო

სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო ტელეკომპანია „კავკასიის“ პოლიტიკური გადაცემის დროს მომხდარი შემთხვევის კადრებით.
Sputnik
ვიდეოში ჩანს, რომ ტელეკომპანიის მფლობელი და პოლიტიკური გადაცემის წამყვანი დავით აქუბარდია პირდაპირი ეთერის დროს იძულებული გახდა გადაცემის თემა დროებით შეეცვალა.
საქმე ისაა, რომ დავით აქუბარდიას გადაცემის მსვლელობისას ეთერში კატა შეიჭრა, რომელიც წამყვანის სტუმარს, პოლიტიკოს გედი ფოფხაძეს წაეთამაშა კიდეც.
„ეს ჩვენი ქაქუცაა“, – გააცნო წამყვანმა სტუმარს კატა.