COVID-19 - ბოლო ცნობები

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 19 ნოემბერი

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 737.316 ადამიანი; ჩატარებულია 2.074.270 აცრა, ერთ დღეში აცრილია 7.307 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.278-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 804.571-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 741.470 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4.154), გარდაიცვალა – 11.352 (ბოლო 24 საათში – 63). კარანტინის რეჟიმშია 41, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.490 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.173 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 51.298 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31.273, PCR–ტესტით – 20.025.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,34%, ბოლო 14 დღის – 9,52%, ბოლო 7 დღის – 8,99%.
სულ ჩატარებულია 2.082.020 აცრა, ერთ დღეში აცრილია 7.099 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.