თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 24 ნოემბრამდე უმეტესად თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
19 ნოემბერს საქართველოში ნარჩუნდება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი.
20-21 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, მაღალმთაში კი მოთოვს. ჰაერი პლუს 15 გრადუსამდე დათბება.
22-23 ნოემბერს გამოიდარებს, კვლავ თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში პლუს 15-20, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში პლუს 12-17 გრადუსი იქნება.
24 ნოემბრამდე დედაქალაქში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 20-21 ნოემბერს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერი კი 14-16 გრადუსამდე დათბება.